Thursday, June 2, 2011

ინტერნეტის განვითარების ისტორია

      კომპიუტერის  საშუალებით  ნიფორმაციის მიღებაგადაცემის  ადრეული  ექსპერიმენტები დაიწყო  ჯერ კიდევ  XIX საუკუნის  50-ან წლებში და  ლაბორატორიული ხასიათი  ჰქონდა .
ამერიკის შეერთებულ  შტატებში  პირველი ნაციონალური მასშტაბის  გლობალური  ქსელის  შექმნის  გადაწყვედილება  მიღებული იყო 1958 წელს ,  რომელიც გახლდათ  რეაქცია  ყოფილ  საბჭოთა  კავშირში   დედამიწის  პირველი  ხელოვნური  თანამზავრის გაშვებაზე.
           გლობალური  კომპიურერული  ქსელის  შექმნის   საბაბი  პენტაგონის   მიერ რაკეტების  გაშვების  შესახებ  ადრეული  შედტყობინენებების  გლობალური სისტემის  ( NORAD-North American Aerospace  Defance Command)  დამუშავება გახდა.  სისტემის  სადგურები  განლაგებული იყო  კანადის ჩრდილოეთით  ალიასკიდან გრელანდიამდე,  ხოლო მიწისქვეშა  საბროლო  პუნქტი  ქალაქ კოლორადო-სპრინგის  მახლობლად, მთა შეინის  წიაღში.მართვის ცენტრი  მოქმედებაში შევიდა  1964 წელს  და  სწორედ ამ  დროიდან  დაედო სათავე  პირველი  გლობალური საუწყებო  კომპიუტერული  ქსელის მუშაობას. 60-იანი  წლების შუა  პერიოდიდან  მას სეუერთდნენ საავიაცო, მეტეოროლოგიური  და სხვა სამხედრო  და სამოქალაქო სამსახური.
         ქსელის მუშაობას  კურირებდა  სპეციალური ორგანიზაცია ,  აშშ-ს თავდაცვის  სამინისტროს   პერსპექტიული  დამუშავებების  სამმართველო (  DARPA- Defense Advansed Research Project Agcency) ცენრალიზირებული ქსელის  ძირითადი ნაკლი იყო  არასაკმარისი მდგრადობა, რომელიც  დაკავშირებული იყო იმასთან,  რომ  რაიმე კვანძის  მწყობრიდან გამოსვლისას,  მყობრიდან გამოდიოდა  მისი მთელი  მომდევნო სექტორი, ხოლო მართვის ცენტრის  მწყობრიდან  გამოსვლისას  კი მთელი ქსელი. ზესახელმწიფოების  ბირთვული დაპირისპირების ხანაში ეს ნაკლი  მეტად კრიტიკული იყო.
    ინტერნეტის დაბადების  მეორე თარიღად 1983 წ. ითვლება, როდესაც  კომპიუტერული ქსელების  პროგრამული ქსელების პროგრამულ უზრუნველყოფაში რევოლუციური ცვლილებები  მოხდა.  1983  წელს წარმოიქმნა  გლობალური ქსელი  NSFNET. 80- იანი წლების  შუა პერიოდში  მასთან  აქტიურად  დაიწყეს  მიერთება  სხვა  ქვეყნების  აკადემიურმა  და სამეცნიერო ქსელებმა .

No comments:

Post a Comment