Monday, June 13, 2011

ინტერნეტი IP-მისამართების დეფიციტის ზღვარზე

ყველა კომპიუტერს ინტერნეტში, უნიკალური მისამართი გააჩნია, მას IP მისამართი ეწოდება. ყველა პროვაიდერს მსოფლიოს მასშტაბით, თავისი IP საზღვრები აქვს, რომლის ფარგლებშიც შეუძლია გასცეს IP  
მისამართები თავის კლიენტებზე


ინტერნეტის მამებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს – ისინი კარსმომდგარი ტექნოლოგიური პრობლემით არიან შეშფოთებულები. ინტერნეტის დამისამართების მარეგულირებელი სააგენტოს, IANA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას IP-მისამართების უკანასკნელი ბლოკები გასცეს ISP-ებზე ანუ ინტერნეტის სერვის-პროვაიდერებზე. ამით პრობლემა, რომლის შესახებაც გასული ხუთი წელიწადია მსჯელობენ, აქტუალური გახდა. დასავლურმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ “ინტერნეტი გაივსო” და უმალვე დაიწყეს ათი წლის წინანდელ მილენიუმის პრობლემასთან პარალელების გავლება. გახსოვთ, ალბათ, დაუდევარმა პროგრამისტებმა დროის აღსარიცხად პროგრამებში მხოლოდ ორი ციფრი რომ გაითვალისწინეს და 99-ის შემდეგ 00-ის დადგომას ყველა ისე რომ ელოდა, როგორც მეორედ მოსვლას, თუმცა წინასწარ დაჭერილი თადარიგის წყალობით კატაკლიზმს ადგილი არ ჰქონია და ეს ამბავიც წარსულს ჩაბარდა.



გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიები ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაშინდელ ინჟინრებს აზრადაც კი არ მოუვიდოდათ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც IP-მისამართის ოთხი ბაიტისაგან შემდგარი კომბინაცია, ანუ ე.წ. IPv4, ინტერნეტში ჩართულ ყველა მოწყობილობას ვერ დაამისამართებდა. პრობლემა ისაა, რომ IP-მისამართის ოთხი ბაიტი თეორიულად 232, ანუ 4294967296 მისამართს იტევს (დავამრგვალოთ – 4.3 მილიარდამდე), ბოლო წლებში მომრავლებული ქსელური მოწყობილობების – მობილური ტელეფონების, ნეტბუქების, ლეპტოპების და კომპიუტერების წყალობით კი, რომელთაც “დატიუნინგებული” მაცივრები და ტელევიზორებიც შეუერთდნენ, IP-მისამართებისდეფიციტი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ინტერნეტში მოვისურვებთ “შესვლას”, ჩვენი პროვაიდერი IP-მისამართს არ მოგვანიჭებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ყველა IP-მისამართი უკვე დაკავებული იქნება. მაგალითისთვის, ეს პრობლემა უკვე დგას ჩინეთში, სადაც ერთ IP-მისამართზე 4 სული მოსახლე მოდის.

მილენიუმის პრობლემისაგან განსხვავებით IP-მისამართების პრობლემას არ გააჩნია კონკრეტული თარიღი. უცნობია ზუსტი დრო, როდესაც ის კარზე მოგვიკაკუნებს. ეს გარემოება ინტერნეტპროვაიდერებს საშუალებას აძლევს თავი ისე მოგვაჩვენონ, თითქოს ყველაფერი რიგზეა – ოღონდაც გაუთვალისწინებელი ხარჯები არ გაიღონ. საინტერესოა ისიც, რომ სირთულის გადაჭრაზე უკვე იზრუნეს და აგერ უკვე რამდენიმე წელია IPv4-ის პარალელურად IPv6 არსებობს. ეს უკანასკნელი 128 ბიტ-ინფორმაციას შეიცავს და იმდენად კოლოსალური რაოდენობის ქსელური მოწყობილობების დამისამართება შეუძლია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს (2128, რაც ოცდაცხრამეტნიშნა რიცხვია!). ისმის შეკითხვა: თუ IPv6 არსებულ პრობლემას გადაჭრის, რატომ აგრძელებს ყველა ძველი ვერსიით სარგებლობას? – ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ანალოგიას მივმართოთ: დედამიწაზე უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ამოწურვად ნავთობს ჩაანაცვლებენ, თუმცა მთელი მსოფლიო ავტომობილებში კვლავაც  საწვავს ასხამს, მაშინ, როდესაც ელექტრომობილებით სარგებლობა შეიძლება! პრობლემა ისაა, რომ IPv6 ძველ მოწყობილობებთან არათავსებადია. თუ ერთ მშვენიერ დღეს, მთელი ინტერნეტი პროტოკოლის ახალ ვერსიაზე გადავა, ყველას ძველი რუტერების გადაყრა და ახლის შეძენა მოუწევს ისევე, როგორც ბენზინზე მომუშავე ავტომობილების შეცვლა იქნება საჭირო, როგორც კი ნავთობი ამოიწურება.

ვინსენტ სერფის, ინტერნეტის ერთ-ერთი მამის და კომპანია Google-ის ინტერნეტ-მოციქულის აზრით, IP-მისამართების პრობლემა მსოფლიოს სერიოზულ თავის ტკივილს გაუჩენს. ექსპერტები ასახელებენ თარიღს, როდესაც ამ პრობლემასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევა – 2012 წლის 1 იანვარი. ასე რომ, მომავალ წელს ექსპერტთა “პროგნოზით” წლის დასაწყისში ინტერნეტის დამისამართების პრობლემა გველის, წლის ბოლოს კი – პლანეტა ნიბირუ გვესტუმრება!

Monday, June 6, 2011

XXI-ე საუკუნე და კომპიუტერული სინდრომი (ინტერნეტის უარყოფითი მხარე)




სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 70%-ი მოქალაქეებისა მუშაობს ოფისის პირობებში. მათი სამუშაო დღე გადის კონდიციონირებულ ოთახებში ხელოვნური განთების ქვეშ, მრავალრიცხოვანი დოკუმენტებსა და კომპიუტერთან მუშაობაში. სამსახურში სარამომდე, სახლში მისვლისას კი ვისვენებთ ტელევიზორთან ან ისევ კომპიუტერთან, ვიკარგებით რა ინტერნეტის უსაზღვროებაში. აი, ასეთია თანამედროვე რეალობა.

ამგვარი არაადექვატური მხედველობის დატვირთვა იწვევს მხედველობის ფუნქციების გაუარესებას. თვალები მალე იღლება, ჩნდება სიმშრალის და ქვიშის, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, თავის ტკივილები შუბლის და საფეთქლების მიდამოში, თვალების შეწითლება.

გეცნობათ ეს სიმპტომები?

ეს არის კომპიუტერული სინდრომი. რომელიც აერთიანებს ორ ასპექტს, ესაა “მშრალი თვალის სინდრომი” და “აკომოდაციის სპაზმი“. ხანგრძლივი, დაძაბული მხედველობითი მუშაოისას ახლო მანძილზე, ფიქსირებულ დისტანციაზე ( რაც ხდება კომპიუტერის მონიტორტან მუშაობისას) მცირდება ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რქოვანის ზედაპირი “გადაშრება”, საცრემლე აპკი ახლდება იშვიათად. შედეგად ჩნდება წვის, გასერვის, სიმშრალის, დისკომფორტის შეგძნება თვალებში - ეს არის პირველი გამოვლინება “მშრალი თვალის სინდრომისა”.

ამასთან, ხანგრძლივი დატვირთვა მხედველობის კუნთების აპარატისა იწვევს“აკომოდაციის სპაზმს”, რის შედეგადაც ნელდება ან ჩერდება ნივთიერებათა ცვლა თვალის სტრუქტურებში.

მხედველობის გადაღლილობა არის პირველი ნაბიჯი რასაც შემდგომში მივყავართ უფრო სერიოზულ პრობლემებამდე. ეს აქსიომაა, რომელსაც სამწუხაროდ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ვამჩნევთ რა ჩივილებს თვალების მხრივ, მივმართავთ თვითმკურნალობას. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი თვალები ძალიან ძვირფასი და სათუთია. არცოდნით შეიძლება მივაყენოთ გამოუსწორებელი ზიანი. დიაგნოზის დაზუსტება და სათანადო ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ძალიან კვალიფიცირებულ ექიმ-ოფთალმოლოგს ძალუძს. დგინდება მხედველობის გადაღლილობის და დაქვეითების მიზეზები. ინდივიდუალურად ირჩევა ვიტამინები, დამატენიანებლი წვეთები, კვება, თვალის ვარჯიშები, მასაჟი და სპეციალურად შემუშავებული “პროფილაქტიუკური პროგრამა მხედველობის აქტივაციისათვის”. ეს პროგრამა მოიცავს : ულტრაბგერას და მაგნიტოთერაპიას, ელექტროსტიმულაციას, მასაჟს ვაკუუმით, ვიდეო-კომპიუტერული აუტოტრენინგს და ლაზერული თერაპიას.

ეს პროცედურები აუმჯობესებს თვალში მიმდინარე პროცესებს და ხსნის დისკომფორტს, აკომოდაციის სპაზმს… თქვენი თვალები მიიღებენ მათთვის აუცილებელ დახმარებას და ამით ავიცილებთ სერიოზულ პრობლემებს.

დღევანდელ დღეს უნდა გავითავისოთ, რომ აუცილებლად მივმართოთ ოფთალმოლოგს პროფილაქტიკის მიზნით მინიმუმ ერთხელ წელიწადში.

თითოეული ადამიანის მიზანი უნდა იყოს ჯანმრთელი და ჯანსაღი მზერით შეხედოს სამყაროს…

ინტერნეტის უარყოფითი მხარეე

ეს უფრო რთული თემაა..არსებობენ ადამიანები,რომლებიც 24 საათი კომპიუტერთან სხედან და ინტერნეტში უგზოუკლოდ ან გზაკვალიანად დაბოდიალობენ...ჯერ ერთი ეს აუცილებლად იმოქმედებს მხედველობაზე,რათქმაუნდა დადებითად არა,ასევე პრობლემები შეიძლება შეგვექმნას ხერხემალთან,რომელიც ან "C"-ს ფორმას მიიგებს, ან "S"–ის.....ამას გარდა ინტერნეტ სამყაროში ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება სულ დაგვავიწყოს რეალურ სამყაროში ურთიერთობა.. დავწვრილმანდები კიდევ რამდენი უარყოფითი რამის გამოწვევა შეუძლია ინტერნეტის არაგონივრულად გამოყენებას.
ინტერნეტდამოკიდებული ანუ ინტერნეტმანიით შეპყრობილი ადამიანების შესახებ და ზოგადად ინტერნეტდამოკიდებულების შესახებ

პირველი ნიშნები

ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენში განვითარება დაიწყო ინტერნეტზე დამოკიდებულებამ , ეს არის ზედმეტი დაინტერესება ინტერნეტ რესუსებისადმი. თქვენ ყველაფრით სამყაროს გარშემო ინტერესდებით ინტერენეტის საშუალებით და სტუმრობთ ამა თუ იმ საიტს უბრალოდ უმიზეზოდ, მექანიკურად. მაგალითად ამოწმებთ ფოსტას, არა იმიტომ რომ ელოდებით რაიმე მნიშვნელოვან წერილს, არამედ იმიტომ რომ მოგწონთ ფოსტის გახსნა დახურვა და მოლოდინი ახალი წაუკითხავი წერილისა.

რთულია თავად შეამჩნიო ეს. ამას უფრო გარშემომყოფები ამჩნევენ, ისინი გეუბნებიან : “რამდენი ხანია ქსელში ზიხარ?!” “გოგო(ბიჭო) მოშორდი კომიპუტერს(კომპიუტერთნა ჯდომა კი უმუეტეს შემთხვევაში ინტერნეტში ბოდიალსაც მოიაზრებს)” ” რას ხედავ იმ კომპიუტერშეი ასეთს, რომ ვერ შორდები” – აქიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ თქვენი უწყინარი , პატარა “წატლიკინება” სოციალურ ქსელებში, ბლოგზე მუშაობა , იუთუბის დაპყრობა თუ ქაუნთერის თამაში , რომელიც ჩვენი თვალთახედვით მხოლოდ წუთები გრძელდება, სინამდვილეში საათები გრძელდება. და ჩვენ არ გვრჩება დრო მეგობრობთან გართობისათვის.

რამდენად სახიფათოა ეს?!

თუ ამ კითხვაზე დაფიქრდებით ცოტახნით მაინც მოშორდებით ვირტუალურ აბლაბუდას. დასავლეთში მიმდინარეობს ამ პროექტის აქტიური შესწავლა და ქმნიან კიდევაც სპეციალურ ცენტრებს რომელიც, კურნავს ინტერნეტდამოკიდებულებას, მაგრამ :ჩახველებისსმაილი: საქართველოში რა სიტუაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, და თუ გავითვალისწინებთ, იმ დროს თუ რამდენს ატარებენ ახლანდელი თინეიჯერები კომპიუტერთან , ამ ცენტრს არ გაუჭირდებოდა მუშაობა და დარწმუნებული ვარ, კლიენტებიც საკამოდაც ეყოლებოდათ.

ნათელია, რომ ინტერნეტდამოკიდებულება ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. პირველი რაც ზარალდება- თქვენი მხედველობა. რაც არ უნდა დამცველი სათვალე თუ ახალთახალი, გაუმჯობესებული მონიტორი გქონდეთ, ეს მაინც არ დაიცავს თქვენ თვალებს გადაღლისაგან. მუდმივი თვალების დაძაბულობა იწვევს თვალის კუნთების გადაღლას, ისინი ელასტიურობას კარგავენ, და წარმოიქმება სიმშრალის და წვის შეგრძნება.

თვალის გუგები წითლდება გამსკდარი კაპილარებისაგან, ხოლო თვალის კუთხეებში ჩნდება პირველსახოვანი ნაოჭები. თვალი რომ მოვასვენოთ გირჩევთ, თქვენ თავს დააძალოთ და ყოველ ერთ საათში რამოდენიმე წუთით მოშორდეთ კომპიუტერის მაგიდას და შორს იყუროთ. ასევე რეკომენდირებულია სპეციალური წვეთების ხმარება( მე პირადად DropStar ს ვიყენებ )

კიდევ ერთი ნეგატიური მხარე ინტერნეტდამოკიდებულებისა – ზურგის ტკვილი, სკოლიოზი და სუტულოსტი. ესენი კი გამოწვეულნი არიან ჯდომის ფორმისაგან, და მათი მკურნალობაც არც ისე ადვილია. ამ ავადმყოფობებს რომ გავექცეთ, აფთიაქებში იყიდება სპეციალური ბანდაჟები, რომელიც ზურგს სწორ ფორმაში დააყენებს. ზურგის ტკვილის რომ თავი ავარიდოდთ კარგი საშუალებაა იოგით დაკავება ან ცურვა. ვარჯიშების კოპმპლექსი არა მარტო თქვენი ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ შეძლებს ცოტახნით მოგაცილოთ ქსელს, გაერთოთ და ახალი ნაცნობობა შეიძინოთ.

ქსელის მონად რომ არ ვიქცეთ,პირველ რიგში საჭიროა, გავიაზროთ ეს პრობლემა და მივხვდეთ რომელ ვერავინ ვერ გვიშველის საკუთარი თავის გარდა.

picasa

Sunday, June 5, 2011

ინტერნეტის დადებითი მხარე


ჭკვიან ადამიანს შეუძლია ინტერნეტი ჭკვიანურად გამოიყენოს.მოიძიოს ინფორმაცია სასურველ თემაზე..თუ სურვილი ექნება შეიძინოს ახალი მეგობრები..მოუსმინოს მუსიკას..გაიგოს ახალი ამბები,გააკეთოს ბლოგი,ან შექმნას საიტი... და კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეუძლია ინტერნეტ (გონიერმომხმარებელს.


ვიდეო მასალა ინტერნეტის შექმნის შესახებ

პირველი სისტემური სადგურების განლაგება


View Untitled in a larger map